logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე" - კახა კალაძე

"მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე" - კახა კალაძე

1780351202

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს, ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე.
 
ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა თბილისის მერმა,

გამოგვყევით