logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა

1780320012

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ  თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. აქვს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2020-2025 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ხოლო ამ დრომდე მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ია ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე,  მოადგილეები - მიხეილ ჩოკოშვილი, ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

გამოგვყევით