logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მაისში ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასი 10-11 თეთრი იყო

მაისში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ისევ გააქტიურდა. თვის დასაწყისიდან სავაჭრო პლატფორმაზე 25 ათასი მეგავატ საათი ელექტროენერგია გაიყიდა. ერთი კილოვატის საშუალო შეწონილი ფასი 10-11 თეთრი იყო.

აპრილში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, შვიდთვიანი წყვეტის შემდეგ, სავაჭრო პლატფორმა მიმდინარე წლის მარტში გააქტიურდა.

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა ივაჭრეს 130 ათასი  მეგავატ საათი  ელექტროენერგია, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7.5-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს. ენერგეტიკული ბირჟა სრულად 2027 წლის ივლისში უნდა გაიხსნას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟას უნდა დაემატოს საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი.

გამოგვყევით