2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში არსებულ დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა 6 პროცენტით, 51%-მდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა იანვარში დაფიქსირდა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების დატვირთულობის დინამიკა თანხვედრაშია ტურისტული ვიზიტების მატებასთან.
ბრენდულ სასტუმროებში გაზრდილია ნომრების ღირებულებაც. პირველ კვარტალში საშუალო ფასმა 129 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ათი პროცენტით მეტია .
ამასთან, საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული შემოსავალი 0.5%-ით 830 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ტურისტული შემოსავლის ძირითადი წყარო ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო იყო. თიბისი კაპიტალის ანალიზის თანახმად, ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები სხვა ძირითად ბაზრებთან შედარებით საშუალოზე მეტს ხარჯავენ.