2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 049 დოლარი გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.
Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, რაც ხაზს უსვამს ჭარბი მიწოდების რისკებს. ამ ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპია, თუმცა, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის შემოსავლიანობის სტაბილურმა შემცირებამ შესაძლოა, მასზე წნეხი მოახდინოს.
რაც შეეხება ფასს, 2026 წლის მარტში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,893 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8.7% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში საშუალო დღიური ქირა 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.3%-ით შემცირდა, თუმცა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ძირითადი შედეგები მეტწილად ზაფხულის სეზონზეა დამოკიდებული.