საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას.
"მომჩივნის განცხადებით, მოპასუხე ასოციაცია მისი წევრი კომპანიების ორგანიზაციიდან გასვლის პროცესს აფერხებს, რაც ხელს უშლის მათ ალტერნატიულ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები შეეხო იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გამოთქვეს ა(ა)იპ „მგვ საქართველოში“ გაწევრიანების სურვილი.
სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს,"-აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.