logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველოში ახალი სტარტაპი გამოჩნდა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ვიდეოს გადაღებით დამატებითი შემოსავალი მიიღონ

ადგილობრივ ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა, სახელწოდებით - Synexia, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ პროგრესის ნაწილი და დამატებითი შემოსავალი მიიღონ იმავე საქმის კეთებაში, რასაც ყოველდღიურად ისედაც აკეთებენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Synexia-ს დამფუძნებელმა  გიორგი ზაზარაშვილმა  განუცხადა, უმეტესად, საუბარია იმ პროფესიებზე, რომლებიც ხელსაქმესთან არის დაკავშირებული.

„დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ანაზღაურების მისაღებად, Synexia-ს აპლიკაციის მეშვეობით, უნდა გადაიღონ მათი ხელსაქმის ამსახველი ვიდეო. ჩვენი მიზანი ხელის მოძრაობის ვიდეო მონაცემების შეგროვებაა, რომლებიც შემდგომ რობოტიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში გამოიყენება“, - განმარტა Synexia-ს დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, Synexia არის აბსოლუტურად ქართული კომპანია, რომელიც წარმოადგენს გერმანული AI ტექნოლოგიური კომპანიის MicroAGI-ის ოფიციალურ ადგილობრივ პარტნიორს საქართველოში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება AI-ისთვის განკუთვნილი ხელის მოძრაობის ვიდეო მონაცემების შეგროვებას. ამ მიზნით, Synexia-მ ჩამოაყალიბა 250-მდე კონტრაქტორისგან შემდგარი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით: ფიზიკური პირები და ბიზნესპარტნიორები, რომლებიც სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით იღებენ და წარადგენენ ვიდეომასალას. შეგროვებული მონაცემები კვებავს MicroAGI-ის AI სისტემებს, რომლებიც გამოიყენება რობოტიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში.

როგორც გიორგი ზაზარაშვილი განმარტავს, Synexia პასუხისმგებელია კონტრაქტორების მოძიებაზე, მათი საქმიანობის კოორდინაციაზე, ასევე ადგილობრივ ბიზნესკომუნიკაციებსა და ოპერაციების მართვაზე.

გამოგვყევით