logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ინტერიერის გამწვანებაზე მოთხოვნა ბიზნესების მხრიდან მზარდია" - მცენარეების სტუდია "მანტისი"

ინტერიერის გამწვანებაზე მოთხოვნა ბიზნესების მხრიდან მზარდია. როგორც მცენარეების სტუდია "მანტისის (Mantis Plant Studio) დამფუძნებელმა არჩილ ღოღობერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სერვისი ბაზარზე ახალია, კომპანიას უკვე ლოიალური მომხმარებლებიც ჰყავს. 

მისივე ინფორმაციით, მან საქმიანობა 3 წლის წინ კომპანია „ბუტკოს“ სახელით დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს მცენარეთა მოვლისა და ყვავილების სასტუმროს სერვისებს სთავაზობდა. მიმდინარე წლიდან კი კომპანიამ საქმიანობა ინტერიერის გამწვანების მიმართულებით დაიწყო და ოპერირებას „მანტისის“ სახელით განაგრძობს.

"მცენარეების სტუდიო "მანტისი" ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებლებს ინტერიერის გამწვანებას და შემდეგ მცენარეების მოვლას სთავაზობს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სკულპტურები ხავსითა და ყვავილებით და სხვადასხვა ინსტალაციებს მცენარეებისგან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივ სათბურები წავახალისოთ და სწორედ ამიტომ, მცენარეებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სათბურებში ვყიდულობთ და შემდეგ ვზრდით. 

მცენარეები ძვირია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელსაც უფრო ბიუჯეტური ანალოგი არ აქვს.

ტენდენციურობის გარდა, მწვანე გარემო დადებითად მოქმედებს დასაქმებულების პროდუქტიულობაზე, ხოლო მომხმარებლები – იქნება ეს რესტორანი თუ ოფისი – სივრცეში თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ", - აცხადებს არჩილ ღოღობერიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ფიზიკურ პირებს აივნების გამწვანების სერვისსაც სთავაზობს, თუმცა ძირითადი დაინტერესება ბიზნესის მხრიდან არის. 

გამოგვყევით