"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება და შიდა მიწოდება გაიზარდა, ხოლო ქვანახშირის წარმოება შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 3007.8 გვტ.სთ შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 7%-ით მეტია. გაიზარდა შიდა მიწოდებაც - 3944.1 გვტ.სთ-მდე, მაშინ როცა 2025 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 3651 გვტ.სთ იყო.
ამავე პერიოდში ქვანახშირის წარმოება 41.9 ათასი ტონიდან 38 ათას ტონამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, შიდა მიწოდება გაიზარდა და 86.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.