logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,სამუშაო შეხვედრები გამართა

ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,სამუშაო შეხვედრები გამართა

1779956101

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

ლევან ხარაბაძემ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისგან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა უწყების მომავალი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით გასატარებელ ეფექტიან ღონისძიებებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე ადგილზე გაეცნო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ლევან ხარაბაძის განცხადებით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სტრუქტურული დანაყოფების ინფრასტრუქტურის განახლება სამსახურისთვის პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

გამოგვყევით