logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"დღეს ჩვენ შეგვიძლია Microsoft-ის და Google-ს კარზე დავაკაკუნოთ" - თორნიკე სულაბერიძე

Tether-ის და სხვა კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია Microsoft-ის და Google-ს კარზე დავაკაკუნოთ, - ამის შესახებ ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს აქამდე შეუძლებელი იყო, რადგან სანამ მათთან სალაპარაკოდ მივიდოდით რაღაც საფეხურები უნდა გაგვევლო და აქამდე, ქვეყანაში Tether-ის მსგავსი კომპანია არ გყავდა.

"ტექნოლოგიური სექტორი უნდა იყოს სახელმწიფო პრიორიტეტი ეროვნულ დონეზე. ეს საჯაროდ არის გაცხადებული, მაგრამ ერთი არის მაღალი რანგის პოლიტიკოსი რას ამბობს და მეორე არის ის, რომ ეროვნულ დონეზე შეიმუშავება სტრატეგია, გამოიყოფა ბიუჯეტი და ამის აღსრულება ხდება. ჩვენ გვაქვს მსგავსი მაგალითები - ტურიზმი მსგავსად მზარდი სექტორი იყო, შემდეგ ეროვნულ დონეზე ავიდა ეს ყველაფერი და დღეს გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები. იგივე არის ღვინოზე და სხვადასხვა სექტორზე. დღეს არის მომენტი, როდესაც მსგავსი რამ უნდა გავაკეთოთ ტექნოლოგიების ირგვლივ და უნდა გავაძლიეროთ ის მოთამაშეები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები - მაგალითად, GITA - მათი როლი, ბიუჯეტი და მანდატი. მთავარია მოხდეს ქვეყნის პოპულარიზაცია როგორც ტექნოლოგიების მიმწოდებელი - ეს გულისხმობს საერთაშორისო კამპანიებს და მეტი ინვესტორების მოზიდვას. დღესაც დავდივართ (უცხოეთში), მაგრამ ეს უნდა გაორმაგდეს, ეს აღარ არის საკმარისი, რადგან რასაც ჩვენ ვახორციელებთ წლებია უკვე ამას ვაკეთებთ და დღეს უფრო ძლიერი ზურგი გვაქვს. დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ისეთ კარზე დავაკაკუნოთ, რომელიც 5-7 წლის წინ მიუწვდომელი იყო. 

ჩვენი სურვილია ერთიანი ქოლგა შეიქმნას, რომელიც ამ მოთამაშეებს რომლებიც ბაზარზე გვყავს გააერთიანებს, რაც შემდეგ საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ ერთი ფრონტით მოახდენს", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.  

გამოგვყევით