logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი 8-დან 30 ათას დოლარამდე ღირებულების ელექტრო მანქანებია - Carmark

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი 8-დან 30 ათას დოლარამდე ღირებულების ელექტრო მანქანებია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ  განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების ზრდის ფონზე, ქვეყანაში დღითი დღე იზრდება იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობა.

„მომხმარებლების დიდმა ნაწილმა, ვინც აქამდე შიდა წვის ძრავიან მანქანას ეძებდა, 1-ელ აპრილს ამოქმედებული კანონის გამო, არჩევანი შეცვალა და უკვე ელექტრო მანქანის ძიების პროცესშია“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გაზრდილია, ჯამურად, ყველა ტიპის მსუბუქი მანქანის რეალიზაცია ქვეყანაში შემცირებულია.

განბაჟების ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, ჩვენი კომპანიის გაყიდვები 60%-ით შემცირდა. იმ 40%-იდან კი, რა მანქანებსაც ვყიდით, დიდი ნაწილი სწორედ ელექტრო ავტომობილებია“, - აღნიშნა Carmark-ის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსული ელექტრომობილების ძირითადი წყარო კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა მზარდია ჩინური მანქანების წილიც.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ქვეყანაში 34 მლნ დოლარის ღირებულების, 2 201 ერთეული ელექტრომანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 1 630 ერთეულს შეადგენდა. ეს დინამიკა მზარდია და მომდევნო თვეებში, ავტოიმპორტიორი კომპანიები საქართველოში კიდევ უფრო მეტი ელექტრო ავტომობილის შემოსვლას პროგნოზირებენ.

გამოგვყევით