logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბაზრობებზე მოთხოვნა კვლავ არსებობს, მათი მომხმარებელი ფასზე ორიენტირებული რჩება" - ზუკა თავყელიშვილი

Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილის ინფორმაციით, ბაზრობების დატვირთულობა კვლავ სტაბილურად მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

როგორც ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ბაზრობებს დღესაც ჰყავთ ლოიალური და ფასზე ორიენტირებული მომხმარებელი, რომელიც მოლებისა და ქუჩის მაღაზიებისგან განსხვავებულ სავაჭრო სივრცეს ირჩევს.

"თუ მიწოდების მხარეს შევხედავთ, ანუ თბილისში არსებულ ბაზრობებში სავაჭრო ადგილების რაოდენობას, მაჩვენებელი ყოველწლიურად სტაბილურად იკლებს. მაგალითად, თუ 2019 წელს დაახლოებით 20 000 სავაჭრო ადგილი იყო, 2025 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 17 000-მდე შემცირდა. შემცირების მიზეზი ბაზრობების კონსოლიდაციაა - ბაზრობები ერთიანდებიან. თუმცა, მოთხოვნის მხარეს სურათი განსხვავებულია: მოვაჭრეთა დღიური საშუალო რაოდენობა, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სავაჭრო ადგილებს ქირაობენ, ყოველწლიურად სტაბილურად 16-17 000-ის ფარგლებში ნარჩუნდება. შედეგად, მიწოდება მცირდება, მოთხოვნა კი სტაბილურია, რის ფონზეც ბაზრობების დატვირთულობა საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება. ეს ტენდენცია ფასებზეც აისახება - მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი მოლებთან შედარებით უფრო ნელია, იჯარის ფასები ბაზრობებშიც ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება. თუ 2019-2025 წლებში იჯარის ფასების ზრდის ტემპს შევადარებთ, ქუჩებსა და ბაზრობებზე ფასები დაახლოებით 35%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მოლებში ზრდა თითქმის ორჯერ სწრაფი იყო და 73%-ი შეადგინა", - აღნიშნავს ზუკა თავყელიშვილი.

გამოგვყევით