logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს

ეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს

1780067441

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შესაძლებლობას გაზრდის.

RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.

გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.

ეკატერინე გალდავას თქმით, აღსანიშნავია, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა უზრუნველყო. მისივე განცხადებით, პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, თუმცა მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ეკატერინე გალდავას განმარტებით, პროექტში ჩართული იყვნენ როგორც კომერციული ბანკები და ტექნიკური ჯგუფები, ასევე ამერიკაში დაფუძნებული კომპანია „მონტრანი“ და ქართული კომპანიები, რომლებიც სისტემასთან მონაწილეების ინტეგრაციას უზრუნველყოფდნენ.

„თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები დღეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ამ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ. RTGS-ის სისტემის განახლება იყო პირველი ეტაპი და ძალიან ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ", - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ე.წ. მყისიერი გადახდების პროექტია, რაც მოსახლეობას გადახდებისა და გადარიცხვების პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.

გამოგვყევით