logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქალი მეწარმეები განსაკუთრებით განათლებისა და ესთეტიკის სექტორებში აქტიურობენ" - მაია ტატულაშვილი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მაია ტატულაშვილის ინფორმაციით, ქალი მეწარმეები განსაკუთრებით განათლებისა და ესთეტიკის სექტორებში აქტიურობენ, ხოლო წარმოების მიმართულებით მათი ჩართულობა შედარებით დაბალია.

როგორც მაია ტატულაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ქვეყანაში ქალი მეწარმეების მხარდაჭერა აუცილებელია.

"ჩვენი 4 წლიანი საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში, არაერთი მოკვლევა ჩავატარეთ. ბიზნეს საქმიანობას ძალიან ბევრი ქალი იწყებს, თუმცა უმრავლესობა მაინც მცირე მეწარმეა, დიდ ბიზნესში წარმოდგენილი არ არიან, ამიტომ მათი მხარდაჭერის აუცილებლობა დავინახეთ. ამასთან, ერთჯერადი პროექტებით ქალების მხარდაჭერა ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა, რომ ისინი დიდ ბიზნეს სექტორს შეხვდნენ.  ყველაზე წარმატებულ მიმართულებას რაც შეეხება, როგორც აღმოჩნდა განათლების სექტორი ქალებისთვისაა, ამასთან ქალები ესთეტიკის ხაზითაც გადმოვიდნენ, წარმოების სექტორში კი ნაკლებად არიან. ჩვენ ბიზნესის მხარდამჭერი პლატფორმა ვართ, გვინდა ქალებს ვუთხრათ, რომ საქმის კეთების პროცესში არ გაჩერდნენ", - აცხადებს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი.

მაია ტატულაშვილი AI-ს შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე თანამედროვე ბიზნეს სამიტები უკვე წარმოუდგენელია, რადგან AI პროცესებს მნიშვნელოვნად  ამარტივებს.

"ჩვენი ბიზნეს სამიტები AI-ის გარეშე შედგეს უკვე წარმოუდგენელია - 2 წლის წინ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან ერთად შევქმენით პანელი, რათა უახლოესი საერთაშორისო გამოცდილება გავაზიაროთ. ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ გამოვიყენოთ ხელსაწყოები, რასაც AI გვთავაზობს, რადგან მათი გამოყენებით ბიზნესს პროცესები რადიკალურად იცვლება - მარტივდება", - აღნიშნავს ბიზნესს ასოციაციის დამფუძნებელი.

გამოგვყევით