logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველო როგორც ელექტრო ავტომობილების ნაწილების, ისე სერვისის მიმართულებით რეგიონის ლიდერი სახელმწიფოა"

საქართველო როგორც ელექტრო ავტომობილების ნაწილების, ისე სერვისის მიმართულებით რეგიონის ლიდერი სახელმწიფოა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  E-space-ის გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ელექტრო ავტომობილების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, ამ მიმართულებით სერვისიც ყოველწლიურად ვითარდება.

„არსებობს სერვისის ორი მიმართულება -  ერთი არის ოფიციალური სერვისი და მეორე - ე.წ „გრეი სერვისი“, რომელიც  არაავტორიზებულ ცენტრებში, არაავტორიზებული ხელოსნების მიერ გაწეულ მომსახურებას გულისხმობს. ძირითად წამყვან ბრენდებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია და რომელთა შოუ-რუმებიც თბილისში გვხვდება, ყველას აქვს ავტორიზებული სერვისი და მათთან თუ შეიძენ ავტომობილს, სულ მცირე გარანტიის ფარგლებში, აუცილებლად მოხდება მომსახურება. მაგრამ, ასევე არსებობენ კერძო პირები, რომლებიც სხვადასხვა სერვისს უწევენ  მეორადი ელექტრო ავტომობილების მფლობელებს. ნაწილების მიმართულებითაც, შეკეთების მიმართულებითაც, ბატარეების შეცვლის მიმართულებითაც - საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანია. უკვე ძალიან ბევრი სპეციალისტია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ავტომობილებს აკეთებს“, - აღნიშნა დავით იოსავამ, E-space-ის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ელექტრო მანქანები საქართველოში შესაკეთებლად მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოჰყავთ, მაგალითად - სომხეთიდან.

გამოგვყევით