logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

1780294926

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.

სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები. ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მგვალი ხე-ტყე (მორი).

შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება.

გამოგვყევით