logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა

1780214580

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა სააგენტოს ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტირებული, ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია, მათ შორის ერთი თბილისში და ორი რეგიონული  - ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დასაქმებულ თანამშრომელთა უმრავლესობა პროფესიით ქიმიკოსია.

ქიმიკოსის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ დეპარტამენტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა.

ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად, სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

საქართველოში ქიმიკოსის პროფესიული დღე 1980 წლიდან, ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება.

გამოგვყევით