ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.