დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება.
როგორც მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ოპონენტის საპასუხოდ განაცხადა, ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით მუშაობა მერიამ 2018 წლიდან დაიწყო.
რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.
„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.