logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"I კვარტალში საქართველოში $13.4 მლნ ღირებულების ყავა შემოვიდა" - "საქსტატი"

ყავის იმპორტი იზრდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 13.4 მლნ დოლარის ღირებულების, 1 900 ტონაზე მეტი ყავის იმპორტი განხორციელდა.

ყველაზე დიდი მოცულობით, 4.7 მილიონ  დოლარზე მეტის ღირებულების ყავა ინდონეზიიდან შემოვიდა. საქართველოსთვის ყავის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია რუსეთი. სამეულშია იტალიაც. ამ ჩამონათვალის გარდა, იმპორტი კიდევ ათეულობით სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება.

გასულ წელს საქართველოში თითქმის 57 მილიონი დოლარის ღირებულების 8 ათას ტონამდე ყავა შემოვიდა.

გამოგვყევით