logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა ₾1.8 მლრდ-ს აჭარბებს

2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  სადაზღვევო კომპანიები მოგება გაიზარდა და 94 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კომპანიების  წმინდა მოგება 31 მილიონი ლარი იყო. მზღვეველების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ  521 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.8 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო კაპიტალი 528 მილიონ ლარია.

გაიზარდა კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალების მოცულობაც.  პირველ კვარტალში კომპანიებმა 200 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 177 მლნ ლარი იყო.

ანაზღაურებული ზარალების მოცულობით ჯიპიაი, თიბისი და ალდაგი ლიდერობენ

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გამოგვყევით