სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili-ს მენეჯერმა თინათინ ბერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ სექტემბრამდე სასტუმრო უკვე 100%-ით დატვირთულია.
მისივე ინფორმაციით, წინა წელს დამსვენებლების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან და ასევე, სომხეთიდან იყვნენ, თუმცა ახლა, 100%-ვე ქართველია.
"დადებითი მოლოდინები გვაქვს. უკვე სრულად დაჯავშნილია ჩვენი სასტუმრო. რაც შეეხება ფასებს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ჩვენს შემთხვევაში წინა წელთან შედარებით, სერვისის ღირებულება არ გაზრდილა. ტენდენციები იცვლება, თუ ზაფხულის პერიოდში დამსვენებლების უდიდესი ნაწილი უცხოელი იყო, ახლა ქართველები არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენი დამსვენებელი მხარჯველუნარიანობის კუთხით საშუალო სეგმენტს მიეკუთვნება", - აცხადებს თინათინ ბერიძე.
სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili 35 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს. Buxus Hotel Shekvetili შეკვეთილში სანაპირო ზოლზე მდებარეობს.