logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მესტიაში ვხედავთ არალეგალურ კრიპტომაინინგს - იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდება მრიცხველები" - ლევან ჟორჟოლიანი

"მესტიაში ვხედავთ არალეგალურ კრიპტომაინინგს - იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდება მრიცხველები" - ლევან ჟორჟოლიანი

1780402980

ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს. 

ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საიმერლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საიმერლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

გამოგვყევით