logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი უკვე ინიცირებულია

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი უკვე ინიცირებულია

1780404060

ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, - ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს და ის საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის N33 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხელშეუხებელია იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა.

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შედეგად: უზრუნველყოფილი იქნება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში; დაცული იქნება მშობლისა და განსაკუთრებით ახალშობილი ბავშვის საბაზისო სოციალური და ეკონომიკური ინტერესები; შემცირდება მცირეშემოსავლიანი ოჯახების ფინანსური მოწყვლადობა ბავშვის დაბადების პერიოდში; აღსრულების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობის, პროპორციულობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპების ეფექტიანი რეალიზაცია; გაძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა; ხელი შეეწყობა ოჯახის მხარდაჭერას და ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

გამოგვყევით