logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საიმერლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საიმერლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

1780405396

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს როლზე გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების შესაძლო ზემოქმედებისგან.

მოსწავლეები გაეცნენ სააგენტოს სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად სფეროებსა და წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებაზე - ინსპექტირების პროცესზე, რომლის მეშვეობით სააგენტო ახორციელებს უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის კვირეულში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობასა და საინფორმაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოგვყევით