2026 წლის აპრილში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც 2026 წლის მარტთან შედარებით მცირედით, 0.6%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ საუბარია PMCG-ის "დასაქმების თრექერში"
აპრილში , დასაქმებულთა 11% თვიურად 600 ლარამდე ანაზღაურებას იღებდა. ამავე პერიოდში, იმ ადამიანების წილი, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდა, 3.4%- ს შეადგენდა,
აპრილში jobs.ge-ზე 6 200-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის მარტთან შედარებით 8 %-ით შემცირებული მაჩვენებელია. თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა. ხოლო ყველაზე მცირე კლება ძირითადი კატეგორიებიდან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი, 17%-იანი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ზრდა ძირითადი კატეგორიებიდან მხოლოდ გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში იყო.
2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 19 403 ვაკანსია, რაც 2025
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.