logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა - GITA

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა - GITA

1774589720

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება  სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.

გურიის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა. გურიის რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან: Biocon, TwinO,  Smart-Rehab Guria.

2025 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

გამოგვყევით