logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოში სიტუაცია დამშვიდდება, დატვირთულობის მაჩვენებელი ისევ აქტიური იქნება"

“იქედან გამომდინარე, რომ გუდაურის სეზონი სასრიალო სეზონთან ერთად მთავრდება, დამოკიდებული ვართ ჯგუფებზე, არაბეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, შესაბამისად დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით” -  ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში “მარკო პოლო გუდაურის” გაყიდვების  დირექტორმა სალომე კვარაცხელიამ განაცხადა.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მარტის თვეში 60%-ზე შეინარჩუნეს დატვირთულობა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ძირითადი დამსვენებლები ევროპიდან იყვნენ.

“მუდმივად ვმუშაობთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა აშშ, ბრიტანეთი, ყაზახეთი და ა.შ. რადგან ვხედავთ დიდ პოტენციალს. თუმცა ამით  ჩანაცვლება არ არის მარტივი და დღეს რა რეალობაც გვაქვს ნამდვილად რთულია. იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოში სიტუაცია დამშვიდდება, დატვირთულობის მაჩვენებელი ისევ აქტიური იქნება” - ამბობს სალომე კვარაცხელია.

გამოგვყევით