ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ძალიან დამაზიანებელია, ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
,,გვაშფოთებს ის, რომ ლიბანზე გაგრძელებულმა დარტყმებმა, შესაძლოა, მთელი პროცესი ჩაშალოს. ვერ იარსებებს სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ყურეში, თუ ლიბანი ცეცხლშია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ლიბანის სუვერენიტეტს და უზრუნველყონ საბრძოლო მოქმედებების სრული შეწყვეტა. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წევრ სახელმწიფოებს შორის ძლიერი კოორდინაცია, რადგან ნებისმიერ კრიზისში ჩვენი ძალა ერთიანობაშია”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა.
,,ეს აჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე. მაშინაც კი, თუ მტრული მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდება, ენერგომომარაგების შეფერხება გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. სწორედ ამიტომ განვიხილეთ ღონისძიებების სერია, რომელსაც მომავალ კვირას კვიპროსში დაგეგმილ არაფორმალურ საბჭოზე წარვადგენთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
1tv.ge