logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ნავთობის ფასები ერთ დღეში დაახლოებით 15%-ით შემცირდა და $100-ზე ქვემოთ ჩამოვიდა - Theguardian

ნავთობის ფასები ერთ დღეში დაახლოებით 15%-ით შემცირდა და $100-ზე ქვემოთ ჩამოვიდა - Theguardian

1775638680

გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება — ნავთობის ფასები ერთ დღეში დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ამის შესახებ  გამოცემა Theguardian-ი წერს. 

ფასების ვარდნა უკავშირდება აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ დროებით შეთანხმებას, რომელმაც ენერგეტიკული კრიზისის გამწვავების რისკები შეამცირა. აღნიშნულმა სიახლემ ინვესტორებში ოპტიმიზმი გააჩინა, რასაც საფონდო ბაზრების ზრდაც მოჰყვა — პოზიტიური ტენდენცია უკვე აისახა როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბირჟებზე.

ენერგომატარებლების გაიაფება, ეკონომისტების შეფასებით, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ინფლაციის შემცირებას შეუწყოს ხელი. ნავთობის ფასის კლება, როგორც წესი, ამცირებს ტრანსპორტირების და ლოგისტიკის ხარჯებს, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასებზეც აისახება. თუმცა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ბაზრები კვლავ რჩება არასტაბილური. გეოპოლიტიკური ვითარება ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება და ნებისმიერი ახალი დაძაბულობა შესაძლოა ფასების ახალი ზრდის მიზეზი გახდეს.

მიუხედავად მიმდინარე პოზიტიური დინამიკისა, ექსპერტები ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არსებული სტაბილურობა შესაძლოა დროებითი იყოს.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით