logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურმე" მიმდინარე წელს თბილისში დამატებით 2 ფილიალს გახსნის

"გურმე" მიმდინარე წელს თბილისში დამატებით 2 ფილიალს გახსნის. როგორც  საკონდიტროს გაყიდვების მენეჯერმა რუსა მუზაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, "გურმეს" წარმოების გაფართოების საჭიროება ამჟამად არ აქვს, რადგან ის რესურსი, რაც ახლა არსებობს ყველა ფილიალს დააკმაყოფილებს. 

"ბაზარზე კონკურენციის ზრდა არ შეინიშნება. ჩვენ სტაბილურად ვვითარდებით და გვყავს როგორც კორპორატიული მომხმარებლები, ისე ინდივიდუალური. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით გაზრდილია პროდუქციის ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას რიგ შემთხვევაში არ გამოგვდის. 

მაგალითად, სააღდგომო პერიოდში პროდუქციის ფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, "გურმე" განვითარებას აგრძელებს", - აცხადებს რუსა მუზაშვილი.

ცნობისთვის, "გურმე" ბაზარზე 13 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, მირიან მეფის 70 ნომერში მდებარეობს. ასევე,  "გურმეს"  2 კაფე აქვს, რომლებიც ასევე, თბილისში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რომელიც კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. 

გამოგვყევით