საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2026 წელს 3.1%-ით გაიზრდება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზზე 0.2პპ-ით ნაკლებია. აღნიშნული შენელება ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენას ასახავს. ამის შესახებ ინფორმაცია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ასევე, ფონდის პროგნოზით, გლობალური ინფლაცია 2025 წლის 4.1%- დან 2026 წელს 4.4%-მდე გაიზრდება, რაც ძირითადად ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ფასების მატებით იქნება განპირობებული. ამასთან, სავალუტო ფონდი, 2026 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, უცვლელად, 5.3%-ის დონეზე ინარჩუნებს.