logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 30 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება მოცულობას, იანვარ-მარტში ჯამურად 93 000 ტონა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 117 000 ტონას აჭარბებდა.

საქართველოდან აზოტოვანი სასუქები ათეულობით უცხოურ ბაზარზე, მათ შორის იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინაში, თურქეთში, მავრიტანიაში, აზერბაიჯანში, ნამიბიასა და სხვა ქვეყნებში გადის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზოტოვანი სასუქები  საექსპორტო პროდუქციის ათეულში აღარ არის. 

გამოგვყევით