აშშ-ში ინფლაცია მკვეთრად დაჩქარდa. მომხმარებლის ფასების ზრდამ ბოლო პერიოდში (ოთხი წლის განმავლობაში) ყველაზე მაღალი ტემპი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მონაცემების მიხედვით, ფასების ზრდა განსაკუთრებით ენერგომატარებლების გაძვირებამ განაპირობა, რაც გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება. ფედერალური სარეზერვო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები ამ ფონზე საკმაოდ იზრდება.
ეკონომისტების შეფასებით, ინფლაციის დაჩქარება მნიშვნელოვნად ამცირებს იმის ალბათობას, რომ ცენტრალურმა ბანკმა უახლოეს პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს. სტატისტიკის მიხედვით, ფასები ერთ თვეში მკვეთრად გაიზარდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინფლაციური ზეწოლა ფართო სპექტრს მოიცავს — ენერგორესურსებთან ერთად იზრდება საკვებისა და მომსახურების ფასებიც.
ექსპერტების თქმით, მიმდინარე ტენდენცია უკავშირდება გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, რომელმაც ენერგორესურსების მიწოდებაზე გავლენა მოახდინა და საწვავის ფასები გაზარდა. შედეგად, ბიზნესის ხარჯები იზრდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის ფასების მატებაში აისახება. ამ ვითარებაში, ბაზრები ელიან, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარულ პოლიტიკას უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ რეჟიმში, რათა ინფლაციის კონტროლი შეძლოს, თუმცა ეს ეკონომიკურ ზრდაზე დამატებით ზეწოლას შექმნის.
თამარ გაზდელიანი