logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კანადური AI კომპანია Cohere გერმანულ Aleph Alpha-ს ყიდულობს - Reuters

კანადური AI კომპანია Cohere გერმანულ Aleph Alpha-ს ყიდულობს - Reuters

1777024260

კანადურმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ Cohere გერმანული AI სტარტაპის, Aleph Alpha-ს შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. გარიგება უკვე გამოცხადებულია და იგი, ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონსოლიდაციად ითვლება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

გარიგების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ კომპანიები გაერთიანდებიან და შექმნიან ერთიან სტრუქტურას, რომელიც განსაკუთრებით ევროპულ ბაზარზე გააძლიერებს პოზიციებს. ახალი ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება როგორც კერძო ბიზნესზე, ისე სახელმწიფო სექტორზე — განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემთა დაცვა და რეგულაციები მკაცრია.

შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებულ კომპანიაში აქციების დაახლოებით 90% Cohere-ის ინვესტორებს დარჩებათ ხოლო 10% Aleph Alpha-ს მხარეს გადავა. გარიგების ერთ-ერთი მთავარი მიზანია კონკურენციის გაძლიერება ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, განსაკუთრებით AI სფეროში. კომპანიები ცდილობენ შექმნან„სუვერენული AI პლატფორმა“, რომელიც ევროპისა და კანადის სამართლებრივ ჩარჩოებს მოერგება.

აღსანიშნავია, რომ Aleph Alpha ადრე გერმანიის „OpenAI-ის ალტერნატივად“ განიხილებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფოკუსი გადაიტანა უფრო პრაქტიკულ AI გადაწყვეტილებებზე — რაც Cohere-ის სტრატეგიას ემთხვევა.

გარიგებას ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს — მასში ჩართული არიან როგორც გერმანიის, ისე კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც მიუთითებს, რომ AI სექტორი უკვე სტრატეგიულ დონეზე განიხილება.

თამარ გაზდელიანი 

ფოტო: reuters

გამოგვყევით