„ბოლო პერიოდში, მიუხედავად ბაზრის მოკლევადიანი ემოციური რეაქციისა და შეშფოთებისა, რაც დაემთხვა ირანთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას, ჩვენ ვხედავთ, რომ მთლიანობაში ლარი კვლავ დაუბრუნდა გამყარების ტრაექტორიას“, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. ამას სებ-ის პრეზიდენტი ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნტამენტური ფაქტორებით ხსნის, კერძოდ ჩვენს ბაზარზე ძლიერი სავალუტო შემოდინებებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კონფლიქტმა გარკვეულწილად შეაფერხა მოკლე ვადით ტურისტული ნაკადები და თითქოსდა ესეც უნდა დასტყობოდა შემოდინებას - არ დასტყობია სავალუტო დინებას. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ჩვენი რესურსების აკუმულირებას. ბაზარზე გამყარების პერიოდში გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ შევიძინოთ დოლარი, რადგან სხვა არხებიც შემოდის ძლიერად. ეს არის ექსპორტი, გზავნილები, ინვესტიციები და საკმარისი უცხოური ვალუტა გროვდება იმისთვის, რომ ჩვენც შევავსოთ რეზერვები და სავალუტო ბაზარიც იყოს სტაბილური. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყველაფერი დინამიკაში იცვლება, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.