ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ მაღლაკელიძემ 1997 წელს დაამთავრა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ,
28.11.2019 - 24.06.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
10.10.2014 - 28.11.2019
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა.
13.03.2013 - 23.03.2013
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე.
11.2012 - 01.2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
10.1996 - 11.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სხვადასხვა პოზიცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოს აღმოსავლეთის მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.