logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

1777294222

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.  მომსახურების  შესრულების საერთო ვადად 12  თვეა განსაზღვრული.

პროექტების ფარგლებში,  ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე  სისტემები.

დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.

ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება/მშენებლობა მიმდინარეობს ამბროლაურში, საჩხერეში,  ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით,  მსოფლიო რაგბის სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სტადიონების აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში და ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.

ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია  რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.

გამოგვყევით