logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დაგეგმილია რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, რაც თბილისში კომერციული ფართების მიწოდებას გაზრდის" - ზუკა თავყელიშვილი

„მომდევნო წლებში  დაგეგმილია რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, რაც თბილისში კომერციული ფართების მიწოდებას გაზრდის.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს „გალთ ენდ თაგარტის“ ასოცირებულმა მკვლევარმა განუცხადა.

ზუკა თავყელიშვილის თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქში არსებულ 5 მთავარ მოლში დატვირთულობის კოეფიციენტი 95%-ის ფარგლებშია.

„თბილისში კომერციულ ფართებზე ფასები სტაბილურად მზარდია.  განსაკუთრებული გაძვირება რუსთაველზე შეინიშნება. დედაქალაქში 2019 წლამდე სავაჭრო ცენტრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა 2024 წლამდე თითქმის ერთ დონეზე შენარჩუნდა. 2025 წელს რამდენიმე გაფართოების პროექტი ვიხილეთ,“- აღნიშნა ზუკა თავყელიშვილმა.

გამოგვყევით