logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"5 ტიპის სათამაშო ბიზნესს ჯარიმები ეზრდება" - ლაშა პიტნავა

5 ტიპის სათამაშო ბიზნესს ჯარიმები ეზრდება - ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს, - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ლაშა პიტნავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. 

"სათამაშო ბიზნესის სფეროში ორი ტიპის დარღვევა გვაქვს - ერთი არის სანებართვო პირობების დარღვევისთვის და მეორე არის სანებართვო მოსაკრებლის ვადის გადახდის დარღვევისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმებს ვზრდით. აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი იხილავს. კერძოდ, სამორინეს ნებართვის ფარგლებში თუ მოსაკრებლის ვადის გადაცდომის ჯარიმა იყო 20 000 ისევ რჩება 20 000, ხოლო სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა იყო 7 000 და ვუთანაბრებთ 20 000-ს. ასევე, იყო სათამაშო აპარატების შემთხვევაში. მაგალითად, ვადის დარღვევაზე ჯარიმა იყო 10 000, სანებართვო პირობების დარღვევაზე 1000 და ვუთანაბრებთ 10 000-ს. სულ 5 ტიპის სათამაშო ბიზნესს ვუზრდით ჯარიმებს. ესენია: სამორინეს თამაშები, სათამაშო აპარატის სალონის თამაშები, თამაშების მიწოდებაზე სისტემურ ელექტრონულ ფორმით თამაშობებზე და აზარტულ კლუბზე. 

2020 წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში დააახლოებით 70 000 იყო გადახდილი, ხოლო 2025 წელს 410 000. რეალურად შვიდმაგი ოდენობაა გადახდილი 5-წლიან პერიოდში", - აცხადებს ლაშა პიტნავა. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

გამოგვყევით