logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ირანის ომის ორი თვე - განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკური წნეხი იზრდება

ირანის ომის ორი თვე - განვითარებად ბაზრებზე ეკონომიკური წნეხი იზრდება

1777395540

განვითარებადი ქვეყნები სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას განიცდიან, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ და სავაჭრო შოკს უკავშირდება.

როგორც Reuters-ი წერს, ბოლო ორი თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ინფლაცია და ეროვნული ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა, ასევე ენერგიის ფასების ზრდამ სახელმწიფო ბიუჯეტებზე ძლიერი წნეხი შექმნა . ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე, პაკისტანი და შრი-ლანკა — მათ ეკონომიკებს „კრიზისიში დაბრუნება“ ემუქრება, მაღალი ხარჯებისა და საგარეო რეზერვების შემცირების ფონზე. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ შესაძლოა 20-50 მილიარდი დოლარის გადაუდებელი ფინანსური დახმარება გახდეს საჭირო განვითარებადი ქვეყნებისთვის.  დამატებითი რისკი მოდის ენერგომატარებლების გაძვირებიდან — ბევრ ქვეყანაში საწვავის სუბსიდიების ხარჯი უკვე ასობით მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ბიუჯეტურ დეფიციტს ზრდის.

თამარ გაზდელიანი 

ფოტო: Reuters

გამოგვყევით