logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დიდ დიღომში ბაგრატ III-ისა და როსტევანის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში ბაგრატ III-ისა და როსტევანის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1777449397

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ 213-ე და 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღებამდე მისასვლელი კიდევ ერთი ალტერნატიული მოწესრიგებული  გზა იქნება.

„პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და  3 000 კვმ. ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში როსტევანის ქუჩაც რეაბილიტირდება.

„სამუშაოების ფარგლებში, გაზისა და წყლის მილები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასევე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოგვყევით