logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

უშაქრო ჟელიბონების მიმართ ინტერესი იზრდება - "ჟელიუსი"

ნატურალური პროდუქტით დამზადებულ ქართული ჟელიბონზე მოთხოვნა მზარდია, - ამის შესახებ ქართული ჟელიბონის მწარმოებელი კომპანია "ჟელიუსის" დამფუძნებელმა თათია გოგრიჭიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა შოკოლადის ჟელიბონზეა. გარდა ამისა, ინტერესი იზრდება უშაქრო პროდუქციის მიმართ.

"ჟელიუსი" ნატურალური პროდუქტით დამზადებული ქართული ჟელიბონია, რომელიც ქიმიური დანამატებს არ შეიცავს. გვაქვს უგლუტენო, უშაქრო, შაქრით და შაქრის შემცვლელითაც. ამასთან დიეტაზე მყოფი, ან დიაბეტიანი მომხმარებლებისთვისაც. დაახლოებით, 1 წელია, რაც აღნიშნულ საქმიანობას ვეწევით და მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

ჯერჯერობით, ეს არის საოჯახო ბიზნესი, თუმცა სამომავლოდ რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ გავფართოვდეთ. ჩვენი პროდუქცია ამჟამად ონლაინ იყიდება და გაყიდვების ონლაინ პლატფორმებზეც არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ WOLT-სა და GLOVO-ზე უახლოეს მომავალში ვიქნებით. 

ჩვენი ჟელიბონები ჩვენივე დამზადებული ხილის წვენებით მზადდება და შესაბამისად, უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტია. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქტი არ მოიძებნება, რადგან სხვა ჟელიბონების შემადგენლობა განსხვავებულია", - აცხადებს თათია გოგრიჭიანი.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მათი მომხმარებლები პროდუქციას ძირითადად ბავშვებისთვის იძენენ, თუმცა ასევე, აქტუალურია ყავის ჟელიბონი, რომელსაც უფროსი ასაკის მომხმარებლები მიირთმევენ. 

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს"

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს"

გამოგვყევით