logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"ბრენტის" მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

"ბრენტის" მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

1777528475

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ CNN-ი  წერს.

მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.

ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

1tv.ge

ეკონომიკა

გამოგვყევით