logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა" - "საქსტატი"

"მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა" - "საქსტატი"

1777533374

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს. 

2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

ეკონომიკა

გამოგვყევით