logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან მარტის ჯავშნები გაუქმდა" - Crystal Hotel & SPA

მოგეხსნებათ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო სხვადასხვა ქვეყნიდან ფრენები აღარ სრულდება. შესაბამისად, ჩვენს სასტუმროში ჯავშნები, რომელიც ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან იყო გაუქმდა, - ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, სსასტუმრო 50%-ით არის დატვირთული და დამსვენებლების თითქმის 100% ადგილობრივია. 

"წინასწარი ჯავშნები გვქონდა გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. გამომდიანრე იქიდან, რომ სეზონი მიწურულისკენ მიდის ჯავშნები პროცენტულად დიდი არ იყო, დაახლოებით, 5%-ს შეადგენდა, თუმცა სრულად გაუქმდა. თუ ეს კონფლიქტი გრძელვადიანად გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ტენდენცია მასიურ ხასიათს მიიღებს.  

კონფლიქტის დაწყებიდან დიდი დრო არ არის გასული, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მდგომარეობას და თუ დროში გაიწელა, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ ბაზრებზე ფიქრი მოგვიწევს", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

მანვე აღნიშნა, რომ იანვარ-თებერვალში სასტუმროს გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა, თუმცა მარტში, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, კლება დაფიქსირდება. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

გამოგვყევით