logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა" - "გახელაძის მარანი"

კასპის რაიონ სოფელ ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის მარნის დამფუძნებლის, ვიქტორ გახელაძის ინფორმაციით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რაც კმაყოფილ ვიზიტორებსა და ღვინის ხარისხს უკავშირდება.

როგორც მარნის დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანია სექტემბრის ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს. კერძოდ, აქამდე  "გახელაძის მარნის" მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება/შესყიდვა მხოლოდ მარანში მისულ ვიზიტორს შეეძლო, ახლა კი "გახელაძის მარნის" მიერ წარმოებული პროდუქცია, ღვინის მაღაზიებშიც გაიყიდება. 

"ამ ეტაპზე, ნახევარი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვყიდულობთ. მხოლოდ მხოლოდ, მიკრო ზონის დამახასიათებელი ჯიშები გვაქვს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერი. ღვინოს ევროპული წესით ვამზადებთ. ამჟამად, 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი სოფელში ფილმი "შერეკილებია" გადაღებული და აღნიშნული ფილმის თემატიკა გვინდოდა, რომ გაგვეცოცხლებინა, ამიტომ ღვინის ეტიკეტზე გადმოვიტანეთ.

გაყიდვების მიმართულებას, რაც შეეხება - ვფართოვდებით. კერძოდ, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, მაგალითად,  ღვინის მაღაზია Alcorium-თან და კიდევ 2 ღვინის სპეციფიკური მაღაზიის წარმომადგენელთან. აღნიშნულ 3 ღვინის მაღაზიაში მაქსიმუმ სექტემბერში უკვე წარმოდგენილი ვიქნებით. ექსპორტი, ამ ეტაპზე არ გვაქვს, რადგან პირველ რიგში, გვინდა ადგილობრივი ბაზარი მოვიცვათ და განვითარდეთ. ვიზიტორებს რაც შეეხება, უფრო რუსი და უკრაინელი ვიზიტორები გვსტუმრობენ, ევროპელები ნაკლებად. წელიწადში დაახლოებით, 3 500 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ და მომავალ წელს 5 000 ბოთლამდე გაზრდას ვვარაუდობთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, საინტერესო შედეგია", - აღნიშნავს ვიქტორ გახელაძე.

ცნობისთვის, კასპის რაიონ სოფელ  ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის" მარანი ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით