logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 553 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა - პრემიერი

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 553 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა - პრემიერი

1751015816

იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი.

იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით, 125. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით  500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით