logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ექსპორტის წილი საერთო გაყიდვების 10%-ს შეადგენს" - "ლილთე"

კომპანიის გაყიდვები 40%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია "ლილთეს" დამფუძნებელმა ანანო ეზიეშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საერთო გაყიდვებში კორპორატიული სეგმენტის წილი, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს, თუმცა სადღესასწაულო დღეებში აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება. 

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი კომპანიის გაყიდვები 35-40%-ით გაიზარდა. გარდა ინდივიდუალური შეკვეთების ზრდიდა, რომელიც ამ მაჩვენებლის ნახევარია - ჩვენ ლიმიტირებული კოლექციები გავზარდეთ და სხვადასხვა სახის შარფი და სუფრა შევქმენი. აღნიშნული კოლექციები აქტიურად მუშაობს როგორც კორპორატიულ, ისე საცალო გაყიდვების კუთხით. ამას გარდა, ონლაინ პლატფორმებზე შევედით და შესაბამისად, გაყიდვების ახალი ხაზიც დაგვემატა. 

ამ ეტაპზე, გაყიდვების 35%-მდე კორპორატიული სეგმენტი წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ფიზიკური პირები. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი კი,შარფები და მაგიდის რანერებია. ჩვენი პროდუქცია მნიშვნელოვან მოგონებებს აცოცხლებს. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია არის მათთვის, ვისაც, მოგონების გაცოცხლება და სულ თან ტარება სურს", - აცხადებს ანანო ეზიეშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს - როგორც "ლილთეს" დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანია შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს და შესაბამისად, მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით ხდება. 

"ექსპორტის წილი საერთო გაყიდვებში 10%-ს შეადგენს და იმისთვის, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად გავზარდო, მაშინ წარმომადგენლობა უნდა გავხსნა", - აცხადებს ანანო ეზიეშვილი. 

კომპანია "ლილთე", რომელიც ნივთებს მნიშვნელოვანი ემოციების და მოგონების მიხედვით ქმნის, ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. "ლილთე" სვანური სიტყვაა და მატყლის ძაფად გადაქცევის პროცესს ნიშნავს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, ხოლო მათი საწარმო თბილისში მდებარეობს.

გამოგვყევით